← ყველა ვაკანსია

Junior Business Analyst

TBC Insurance · თბილისი

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. „თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;                      პარასკევი 10:00-17:00 სთ;  შენი, როგორც უმცროსი ბიზნესის ანალიტიკოსის მთავარი ფუნქციები იქნება:ბიზნეს ერთეულებიდან შემოსული რეპორტის/დავალების/პროექტის მოთხოვნის ანალიზი;საჭიროების შემთხვევაში შეხვედრის ინიცირება;მიღებული ბიზნეს მოთხოვნის დადოკუმენტირება;გარკვეული პერიოდულობით არსებული მოთხოვნების სტატუსის განახლება და ვადების კონტროლი;საბოლოო რეპორტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება;ბიზნეს ერთეულებიდან შემოსული რეპორტის/დავალების/პროექტის საფუძველზე Power BI-ში და MS Excel-ში რეპორტების აწყობა ბიზნეს ანალიტიკის გუნდის ზედამხედველობით;ბიზნეს ერთეულებისგან მოთხოვნილი ინფორმაციის ამოღება და რეპორტინგი SQL-ის გამოყენებით. გამოგვეხმაურე, თუ: გაქვს უმაღლესი განათლება მათემატიკის/ინფორმატიკის/ბიზნესის მიმართულებით (ბაკალავრი), ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;გაქვს Power BI: დეშბორდების აწყობის მცირე გამოცდილება, იცი DAX საბაზისო დონეზე;იცი MS SQL / PostgreSQL-ის საბაზისო დონეზე (SELECT statements, Joins, Group By, subqueries)სასურველია Python-ში მუშაობის მცირე გამოცდილება (pandas, NumPy, matplotlib)იცი Power BI და MS SQL / PostgreSQL საბაზისო დონეზე;იცი ინგლისური ენა;იცი MS Excel საბაზისო დონეზე;იცი MS Office პროგრამები; ვეძებთ ჩვენიანს: პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს როგორ ვიზრუნებთ შენზე? გთავაზობთ:საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; დაგახვედრებთ: საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს; სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

განაცხადის გაგზავნა →