← ყველა ვაკანსია

მომსახურე პერსონალი/კონსულტანტი/მზარეული

ლუმიერს ჩიმნი ქეიქ

"ლუმიერსი" (Lumier`s Chimney Cake) აცხადებს ვაკანსიას მომსახურე პერსონალის / კონსულტანტის / მზარეულის პოზიციაზე ქ. თბილისში. კომპანია უკვე 9 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვანი ინგრედიენტებით დამზადებულ ჩეხურ / უნგრულ ტკბილეულს - ტრდელნიკს. პერსონალის მოვალეობები: ** ფილიალში მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შეკვეთის მიღება; ** ტრდელნიკის ცომთან მუშაობა და გამოცხობა, რომელსაც დიდი სიხარულით გასწავლით; ** მომხმარებლის სურვილისამებრ ტრდელნიკის სხვადასხვა ინგრედიენტებით აწყობა; ** გამოძახების სერვისების მომსახურება ფილიალში ან დახურულ სამზარეულოში; ** სასმელების სერვირება (ყავა, ცივი ყავა, ჩაი, ცხელი შოკოლადი, გლინტვეინი). პოზიციები ძირითად შემთხვევაში განაწილებულია თანამშრომლებს შორის, თუმცა, აუცილებელია ყველა პოზიციაზე მუშაობის უნარი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პოზიტიურობა; ** თავაზიანობა; ** ხალხთან ურთიერთობის სიყვარული; ** დარიჩინის სურნელის სიყვარული; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** შრომისმოყვარეობა და თვითდისციპლინა. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით მეილზე: info@lumiers.com.ge

განაცხადის გაგზავნა →