← ყველა ვაკანსია

ფილიალის მენეჯერი

ატელიე აუთლეტი

ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს. კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი. გრაფიკი: 09:30-18:30/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე) ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით) აუცილებელი მოთხოვნა: ** უცხო ენა სასაუბრო დონეზე; ** სასურველია Fashion Retail მიმართულებით გამოცდილება; ** EXCEL ცოდნა; ** დისციპლინა და პასუხისმგებლობა; ** ლიდერის უნარ-ჩვევები. მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება და შეკვეთის მომზადება; ** გაყიდვების რეპორტის წარმოება კატეგორიების მიხედვით და შესაბამისი ინიციატივების გამოხატვა; ** მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** დარბაზში წესრიგის მუდმივი მონიტორინგი; ** თანამშრომლების გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი საბონუსე სისტემისთვის; ** ახალი თანამშრომლების ტრენინგი და მონიტორინგი; ** პროდუქციის მოვლა/მოწესრიგება; ** სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge. subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →