← ყველა ვაკანსია

საერთაშორისო შესყიდვებისა და საბაჟო პროცედურების სპეციალისტ

ოლიმპი · ქუთაისი

"ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვებისა და საბაჟო პროცედურების სპეციალისტის თანამდებობაზე ქუთაისში . ძირითადი მოვალეობები: ** საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის/მომწოდებლების მოძიება და საუკეთესო პირობების შეთანხმება; ** იმპორტირებული ტვირთების წინასწარი დეკლარირება და შესაბამისი საბაჟო პროცედურების მართვა; ** პროდუქციის სეს ესნ (HS) კოდების განსაზღვრა და თანმხლები დოკუმენტაციის (EUR.1, CT-1, CMR, BL, Certificate of Origin) მომზადება/შემოწმება; ** საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ASYCUDA-ში მუშაობის გამოცდილება; ** საბაჟო დეკლარანტად ან საბაჟო პროცედურების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა); ** საბაჟო პროგრამებთან/სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ASYCUDA / RS.GE); ** წინასწარი დეკლარირებისა და საბაჟო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად); ** საერთაშორისო შესყიდვებსა და ლოჯისტიკაში გამოცდილება. ენების ცოდნა სავალდებულოა: ქართული ინგლისური და რუსული. პირობები: ** ანაზღაურება: 2000 ლარი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@olimpi.ge და გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე M: 598 51 68 17

განაცხადის გაგზავნა →