← ყველა ვაკანსია

მოლარე

Champ`s Cafe

"Champ`s Cafe" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" კაფეტერიაში სამუშაოდ. ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების ხარისხიან და სწრაფ მომსახურებას. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლების მიღება და შეკვეთების გაფორმება; ** სალარო აპარატთან მუშაობა და ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება; ** სალაროს ოპერაციების სიზუსტის უზრუნველყოფა; ** ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გუნდის წევრებთან კოორდინაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის კარგი უნარები; ** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** ხუთდღიანი სამუშაო კვირა; ** შაბათი და კვირა — დასვენება; ** სამუშაო საათები: 09:30-17:00; ** ფიქსირებული ანაზღაურება: 1 000 ლარი (NET). განაცხადის წარდგენა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: champscafe150@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "მოლარე" გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის გაგზავნა →