← ყველა ვაკანსია

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

3D Painter

კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენი კომპანია სპეციალიზდება კრისტალის პერსონალიზებული სუვენირების, თასების, ჯილდოებისა და პრემიუმ კორპორატიული საჩუქრების დამზადებასა და მიწოდებაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციური კორპორატიული კლიენტების (კომპანიები, ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, სპორტული ფედერაციები) აქტიური მოძიება და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების დამყარება; ** კრისტალის პერსონალიზებული სუვენირებისა და კორპორატიული საჩუქრების პრეზენტაცია და შეთავაზება; ** შეკვეთების მიღება, მართვა და წარმოების პროცესის კოორდინაცია კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად; ** კომერციული შეთავაზებებისა და ტენდერების დოკუმენტაციის მომზადება. ძირითადი მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება აქტიურ ან კორპორატიულ გაყიდვებში (B2B) - სასურველია; ** მაღალი კომუნიკაციის უნარი, პრეზენტაციის ჩატარებისა და მოლაპარაკებების წარმართვის კულტურა; ** ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და ორგანიზებული ხასიათი. სამუშაო პირობები და ანაზღაურება: ** ადგილმდებარეობა: თბილისი; ** სამუშაო გრაფიკი: სრული / ჰიბრიდული; ** ანაზღაურება: ფიქსირებული ნაწილი + მაღალი პროცენტული სისტემა გაყიდვებიდან (შემოსავალი არ არის შეზღუდული და პირდაპირ არის დამოკიდებული თქვენს აქტივობაზე); ** მეგობრული და მოქნილი სამუშაო გარემო. როგორ მიიღოთ მონაწილეობა: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr3dpainter@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 571 696 696.

განაცხადის გაგზავნა →