← ყველა ვაკანსია

კვების ობიექტზე გაცემის ხაზის კონსულტანტი

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე გაცემის ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. ძირითადი მოთხოვნები: ** 1 (ერთწლიანი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; ** პრიორიტეტულია ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი; ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის გაცემის ხაზზე განთავსება; ** გაცემის ხაზზე კერძების რაოდენობის და ხარისხის კონტროლი; ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; ** მიღებული შეკვეთის ერთჯერად კონტეინერებში ჩალაგება/გამზადება; ** ყოველდღიურად, მზა საკვების მიღება უფროსი მზარეულისგან და ხელმოწერით დადასტურება, მიღება-ჩაბარების აქტის წარმოება; ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული მითითებების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** კოლეგებთან და სამზარეულოს პერსონალთან შეთანხმებულად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი: პიკის საათებში სწრაფად, ორგანიზებულად და ენერგიულად მოქმედების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული; ** პუნქტუალური; ჩვენ გთავაზობთ: ** კვებით უზრუნველყოფას; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ გუნდს; სამუშაო გრაფიკი: ცვლებში ანაზღაურება: დღიური 70.00 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის! პატივისცემით, შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა".

განაცხადის გაგზავნა →