← ყველა ვაკანსია

ვიდეო ოპერატორი-მემონტაჟე

საქართველოს ამბები / მთის ამბები

"საქართველოს ამბები / მთის ამბები" თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით, აცხადებს ვაკანსიას ვიდეო ოპერატორი-მემონტაჟის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ გუნდის შემოქმედებით წევრს, რომელიც მზად არის, ჩაერთოს საველე ექსპედიციებში და შექმნას მაღალი ხარისხის ვიზუალური მედიაპროდუქტი. ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. ძირითადი მოვალეობები: ** აქტუალურ საკითხებზე რეპორტაჟების, გადაცემების, საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების გადაღების დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი; ძირითადი მოთხოვნები: ** მედიაში ოპერატორად და მემონტაჟედ მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება; ** Adobe Premiere Pro-ს მაღალ დონეზე ცოდნა; გრაფიკული პროგრამების (Photoshop, Illustrator) კარგი ფლობა (მიიჩნევა უპირატესობად). ** დრონის მართვის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად). ** შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ენერგიულობა და გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენ მიერ ბოლო ერთ წელში გადაღებული და დამონტაჟებული 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული (სიუჟეტი, რეპორტაჟი ან სხვა) მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ვიდეოოპერატორი-მემონტაჟე. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ნოემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე. "საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.

განაცხადის გაგზავნა →