← ყველა ვაკანსია

სოციალური მედიის მენეჯერი

საქართველოს ამბები / მთის ამბები

"საქართველოს ამბები / მთის ამბები" თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დისტანციურად მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება. ძირითადი მოვალეობები: ** სოციალური ქსელებისთვის (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) კონტენტის შექმნა; ** ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა; ** სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ** სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი. მოთხოვნები: ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); ** სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა; ** გამართული მეტყველებისა და წერის უნარები; ** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად); დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა https://mtisambebi.ge/about-main/join განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ნოემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინ გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე. "საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.

განაცხადის გაგზავნა →