← ყველა ვაკანსია

სტუდენტების ფინანსური მომსახურების სპეციალისტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების ფინანსური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** სწავლის საფასურთან, გადახდის პირობებსა და ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება; ** სტუდენტთა ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმება, შემოსული განცხადებებისა და მოთხოვნების განხილვა-რეაგირება; ** სწავლის საფასურის გადახდის პროცესის კონტროლი, ინდივიდუალური გრაფიკების ადმინისტრირება და დავალიანებების შესახებ სტუდენტების ინფორმირება; ** სტუდენტთა ფინანსური მონაცემების აღრიცხვა-განახლება ელექტრონულ სისტემებში და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** პერიოდული ანგარიშებისა და სტატისტიკის მომზადება, ასევე შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა საკითხების ეფექტიანად გადასაჭრელად; ** პერსონალური და ფინანსური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით); ** კომპიუტერული პროგრამები - MS Office; ** ენები - ინგლისური ენა (მინიმუმ B2 დონე); ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარები: ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი; ** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; შერჩევის ეტაპები: ** CV - ების გადარჩევის ეტაპი; ** ინდივიდუალური გასაუბრება; დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →