← ყველა ვაკანსია

ვიდეომონტაჟის სპეციალისტი

ცერემონიი

"ცერემონიი" სრული ციკლის პროდაქშენ კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის პრემიუმ ხარისხის აუდიოვიზუალურ კონტენტს ქმნის. ჩვენი მომსახურება აერთიანებს შემოქმედებითი კონცეფციის განვითარებას, პროფესიონალურ ვიდეოგადაღებასა და პოსტპროდაქშენს — პოდკასტებიდან და YouTube ფორმატებიდან ინდივიდუალურ ვიდეოპროექტებამდე. ჩვენი მიდგომა ეფუძნება გამორჩეულ ვიზუალურ ესთეტიკას, ტექნიკურ სიზუსტესა და წარმოების ყველა ეტაპის გააზრებულ მართვას. თითოეული პროექტი იქმნება დამკვეთის მიზნების, ბრენდის ხასიათისა და აუდიტორიის გათვალისწინებით — მკაფიო იდეითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით. ძირითადი მოვალეობები: ** სარეკლამო, ბრენდირებული და კორპორაციული ვიდეოების მონტაჟი და ვიზუალური თხრობის ჩამოყალიბება. ** მრავალკამერიანი პოდკასტების, ინტერვიუებისა და სტუდიური გადაცემების სინქრონიზაცია და მონტაჟი. ** ვიდეომასალის შერჩევა, დახარისხება, პროექტების ორგანიზება და არქივირება. ** ფერების კორექცია და ფერების დამუშავება (Color Correction / Grading). ** აუდიოს, მუსიკის, ტიტრების, სუბტიტრებისა და გრაფიკული ელემენტების ინტეგრირება. ** სხვადასხვა პლატფორმისთვის ვიდეოების ადაპტირება, მათ შორის YouTube და შესაბამისი ფაილების ექსპორტი. ** საბოლოო ხარისხის კონტროლი და დამკვეთის უკუკავშირის მიხედვით შესწორებების შეტანა. აუცილებელი მოთხოვნები: ** პროფესიონალური ვიდეომონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება და ნამუშევრების პორტფოლიო. ** Adobe Premiere Pro-ს ან DaVinci Resolve-ის მაღალ დონეზე ცოდნა. ** Multicam Editing-ის, კადრის რიტმისა და ვიზუალური თხრობის პრინციპების ცოდნა. ** Color Correction-ის, Codec-ის, Frame Rate-ისა და საექსპორტო ფორმატების ცოდნა. ** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირება და ვადების დაცვა. დამატებით უპირატესობად ჩაითვლება: ** After Effects, Motion Graphics, Fusion და Sound Design-ის ცოდნა. ** სარეკლამო და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info.ceremonyii@gmail.com და ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ subject-ში.

განაცხადის გაგზავნა →