← ყველა ვაკანსია

ოფისის მენეჯერი, მძღოლი

ალტა ფარმა

ფარმაცევტული კომპანია შპს "ალტა ფარმა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: 1. ოფისის მენეჯერი მოთხოვნები: დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის მართვა: ** შემოსული და გასული წერილების, ხელშეკრულებებისა და სხვა საბუთების წარმოება, რეგისტრაცია და არქივირება. ** საკანცელარიო ნივთების, საოფისე ტექნიკისა და სხვა საჭირო მარაგების შეკვეთა, აღრიცხვა და განახლება. ** ინფორმაციის გადაცემა, თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგი და ოფისში ეთიკის ნორმების დაცვა. ** შიდა თათბირების, პრეზენტაციებისა და ხელმძღვანელის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. ** ოფისში შემოსული ზარების მიღება, გადამისამართება და სტუმრების/კლიენტების მიღება-დახვედრა. ** რუსული ენის ცოდნა სასურველია. ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ძირითადი ფუნქციური ჯგუფები: ** მენეჯმენტი ** ადმინისტრაციული ** ეკონომიკური ** საკონტროლო ** ანგარიშგება მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებები: ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა 2. მძღოლი ტრანსპორტირება და გადაადგილება: ** კომპანიის ხელმძღვანელობის, თანამშრომლებისა და სტუმრების (მათ შორის, უცხოელი პარტნიორების) უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის უზრუნველყოფა. ** თანამშრომლების დროული მიყვანა საქმიან შეხვედრებზე, აეროპორტში დახვედრება ან გაცილება. ** ოპტიმალური, უსაფრთხო და საცობებისგან თავისუფალი მარშრუტების შერჩევა დროის დაზოგვის მიზნით. ლოგისტიკა და დოკუმენტაცია: კურიერული დავალებები: ** მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, ამანათების, საბანკო საბუთებისა და ოფისისთვის საჭირო პროდუქტების/ინვენტარის დროული მიტანა და ადრესატისთვის ჩაბარება. ** კონფიდენციალურობის დაცვა: მგზავრობისას მოსმენილი საქმიანი ინფორმაციისა და გადატანილი დოკუმენტების სრული კონფიდენციალურობის შენარჩუნება. ** ავტომობილის მოვლა-პატრონობა, ტექნიკური გამართულობა: ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი (ზეთის, მუხრუჭების, საბურავების შემოწმება), გეგმიური სერვისისა და ტექინსპექტირების დროულად გავლა. ** სისუფთავე: სატრანსპორტო საშუალების როგორც გარე, ისე შიდა სალონის იდეალური სისუფთავის შენარჩუნება. საწვავის და ხარჯების კონტროლი: ** საწვავის ლიმიტების გონივრული გამოყენება და ხარჯების შესახებ შესაბამისი ანგარიშგების (ჩეკების) წარდგენა ბუღალტერიაში. ** მართვის მოწმობა B/C კატეგორია; ** ავტომობილის მართვის გამოცდილება; ** თბილისის ქუჩებისა და უბნების ცოდნა; ** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული; ** პუნქტუალური; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** რუსული ენის ცოდნა სასურველია; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: ttvali787@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →