დისტანციური მრჩეველი
არქი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ დისტანციურ მრჩეველს და მისი ფუნქციები იქნება:
** პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ;
** პირველადი კონსულტაციის გაწევა, დახმარება ბინის შერჩევაში;
** მომხმარებელთა დისტანციური მომსახურება, სტანდარტებისა და სკრიპტების შესაბამისად;
** მომხმარებლის ინტერესებისა და პოტენციური შესაძლებლობების დადგენა;
** რელევანტური მომხმარებლების შეხვედრების ჩანიშვნა პერსონალურ მრჩევლებთან, კალენდრის შესაბამისად;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის დეტალების შესახებ კომენტარის დაფიქსირება CRM-ში;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენაჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.