სამედიცინო წარმომადგენელი
არდი ფარმა · თბილისი
ფარმაცევტული კომპანია „არდი ფარმა“, რომელიც ახორციელებს ევროპული მედიკამენტების იმპორტს და მარკეტინგს, აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაოს აღწერილობა:სამედიცინო დაწესებულებებში და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.კომპანიის პროდუქტების მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე;მივლინებები სხვადასხვა რეგიონში;ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;სხვა ყველა აქტივობა, რაც დაკავშირებულია კომპანიის ეფექტურ და ეფექტიან მუშაობასთან;კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;ახალ პროდუქტებზე და კონკურენტებზე ინფორმაციის მუდმივი ძიება;პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი აფთიაქებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:სამედიცინო განათლება;წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი;შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;პრეზენტაციის კარგი უნარი;გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;განვითარებაზე ორიენტირებულობა;უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.საწყისი ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ:ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური ბონუს სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: info@rdpharma.ge დასახელებაში მიუთითეთ - თბილისი.მხოლოდ კანდიდატთა გარკვეულ ნაწილთან მოხდება გასაუბრებისათვის დაკავშირება.