სამშენებლო ობიექტის მენეჯერი
One Point · ბათუმი
HR აუთსორსინგული კომპანია One Point პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ინდუსტრია: უძრავი ქონება
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი, რომელიც გადანაწილდება კვირის დღეებზე, საქმიანობიდან გამომდინარე
კორპორაციული ბენეფიტები: სატელეფონო ლიმიტი და ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებელი კომპანიის შესახებ
დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს მრავალპროფილურ საინვესტიციო ჯგუფს, რომელიც ოპერირებს უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და სხვა სტრატეგიული მიმართულებების პროექტებში.
პოზიციის აღწერა
სამშენებლო ობიექტის მენეჯერი ფოკუსირებულია ხიმინჯოვან, საძირკვლის, რკინაბეტონისა და ჰიდროიზოლაციის სამუშაოების მართვასა და ზედამხედველობაზე. პოზიცია აერთიანებს სამშენებლო ობიექტის მართვას, სამუშაოების ზედამხედველობას და ქვეკონტრაქტორების კოორდინაციას, განსაკუთრებით საძირკვლისა და კონსტრუქციული სამუშაოების მიმართულებით.
ძირითადი ამოცანები:
ობიექტზე ხიმინჯოვანი სამუშაოების, მიწის სამუშაოების (ამოთხრა), საძირკვლის მოწყობის, რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და ჰიდროიზოლაციის სისტემების მართვა და ზედამხედველობაყოველდღიური ოპერაციების, სამუშაო ძალისა დამშენებლობის ეტაპების მართვახიმინჯების, კონსტრუქციული და ჰიდროიზოლაციის სამუშაოების ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია და მათ შორის სამუშაო პროცესისისთვის გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფადამტკიცებული კონსტრუქციული ნახაზების, ჰიდროიზოლაციის დეტალების, სამუშაოთა წარმოების პროექტის და ტექნიკური სპეციფიკაციების ზუსტი იმპლემენტაციის კონტროლი ხიმინჯები (ბურღვა-კონსტრუქციული, ბარეტები)მიწის სამუშაოები და ნიადაგის გამაგრებამონოლითური ფილები, საყრდენი კედლები და ნულოვანი ნიშნულის კონსტრუქციებისაძირკვლის ჰიდროიზოლაციის სისტემები (მემბრანები, პირაპირების დეტალები, დამცავი ფენები)ბეტონირების პროცესის, ყალიბების, არმირების, დასხმის, მოვლისა და ჰიდროიზოლაციის ეტაპების მონიტორინგიხიმინჯების აღრიცხვის ჟურნალების, ბეტონის დასხმის ანგარიშების, ინსპექტირების რეესტრებისა და ტესტირების შედეგების შემოწმება და კონტროლიდეტალების სწორი შესრულების კონტროლი: სამშენებლო ნაკერები, ფართო ნაკერები, წყალსაკეტი, ლენტები, მემბრანების გადაბმები და დაბოლოებებისაჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია კონსტრუქტორებთან, გეოტექნიკურ კონსულტანტებთან და ჰიდროიზოლაციის მომწოდებლებთანშრომის უსაფრთხოების, ხარისხის სტანდარტების, ადგილობრივი რეგულაციებისა და მწარმოებლის რეკომენდაციების დაცვის უზრუნველყოფატექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და პრაქტიკული საინჟინრო გადაწყვეტილებების შეთავაზებაშესრულებული სამუშაოების მოცულობების და შესრულების ფორმების კონტროლიყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადებახელმძღვანელის მითითებით სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
მინიმუმ 6+ წლიანი შესაბამისი პროფესიული გამოცდილებაგანათლება სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებითხიმინჯოვანი და ღრმა საძირკვლის სამუშაოების გამოცდილებარკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობის გამოცდილებასაძირკვლისა და სარდაფის ჰიდროიზოლაციის სისტემების ცოდნადიდი მასშტაბის სამშენებლო პროექტებზე მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებაკონსტრუქციული და საძირკვლის ნახაზების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის ცოდნაჰიდროიზოლაციის სისტემების ცოდნა, მათ შორის მემბრანების, წყალსაკეტების და საკვანძო შეერთებების გადაწყვეტებისამშენებლო მეთოდებისა და სამუშაოების თანმიმდევრობის კარგი ცოდნაკრიტიკულ სამუშაო პროცესებში რამდენიმე ქვეკონტრაქტორის კოორდინაციის გამოცდილებაინგლისური და ქართული ენების კარგი ცოდნარუსული ან თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობადMS Office-ის კარგი ცოდნა და AutoCAD-ის ნახაზების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარიძლიერი ლიდერული, ობიექტის მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარებიკარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარიმაღალსართულიან საცხოვრებელ, საინვესტიციო ან შერეული დანიშნულების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობადრეპორტინგის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე - hr@onepoint.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.