ბიზნესის განვითარების მენეჯერი
GSC · თბილისი
შპს „ჯი ეს სი“ 30 წელია, საქმიანობს უსაფრთხოების სისტემების სფეროში, ის მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სეგმენტზე ორიენტირებულ მრავალფეროვან პროდუქციას და სერვისს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:პოტენციური კლიენტების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან უკუკავშირი;კლიენტისთვის სასურველი პროდუქტის შეთავაზება;ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგული საქმიანობის კოორდინაცია, პოტენციური და არსებული მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაცნობა, სხვადასხვა ლოკაციაზე პრეზენტაციის ჩატარება);მიმართულების განვითარების გეგმების/სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება;ინგლისური ენის ცოდნა;სასურველია მსგავს სფეროში და CCTV/IT სისტემებზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:კომუნიკაბელურობა;პრეზენტაციის ჩატარების უნარი;მოლაპარაკების წარმოების უნარი;საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა.
სამუშაო პირობები:სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;სამუშაო საათები: 10:00-18:00;მისამართი: ქ.თბილისი, ელიზბარ მინდელის ქ. #5.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Ekamaisuradze@gsc.ge.