მთავარი ბუღალტერი
Best Western Plus Batumi · ბათუმი
სასტუმრო "Best Wester Plus Batumi" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
** საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** დადგენილ ვადებში დეკლარირება;
** პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში აქტიური ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიური მიმართულებით;
** აუცილებელია სასტუმროს ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება, Fina-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** დეტალებისადმი დიდი ყურადღება და კარგი ანალიტიკური უნარები.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@bwplusbatumi.ge, სათაურის ველში მიუთითეთ მთავარი ბუღალტერი.