← ყველა ვაკანსია

მეტყველების თერაპევტი

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რე/აბილიტაციის ცენტრი პროსპერო

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრი "პროსპერო" აცხადებს ვაკანსიას მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო; ** სამუშაო გრაფიკი: მოქნილი; ** ანაზღაურება: კვალიფიკაციის და დატვირთვის შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული ან/და კომუნიკაცია, ენა, მეტყველების თერაპიაში სერტიფიკატის მქონე პირი; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე; ** ბავშვთა და მოზარდთა მეტყველების თერაპევტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სასურველია); ** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (სასურველია). ძირითადი მოვალეობა: ** ბავშვის/მოზარდის მეტყველების განვითარების შეფასება; ** საჭიროებისამებრ დამატებითი კვლევების დანიშვნა და მულტიგუნდთან ერთად შემთხვევის განხილვა; ** ბავშვთან მუშაობის პროცესში ბავშვის უნარების და საჭიროებების გათვალისწინება; ** ბავშვის საკომუნიკაციო და ენობრივ-სამეტყველო უნარებზე მუშაობა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალურობა; ** როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საქმის ერთგულება; ** პრობლემების გადაჭრის უნარი; ** ორგანიზების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება; ** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: jobsprospero@gmail.com 2026 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მეტყველების თერაპევტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →