მზარეული
ჯანსაღი კვების ობიექტი · თბილისი
ჯანსაღი კვების მიმართულებით მომუშავე კომპანია, რომელიც ბაზარზე უკვე ერთი წელია ოპერირებს და აქტიურად ვითარდება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი, დაბალანსებული და გემრიელი კვება, რისთვისაც ყოველდღიურად ვზრუნავთ.
გუნდის გაფართოებასთან ერთად ვეძებთ ახალ მზარეულებს, რომლებიც გაიზიარებენ ჩვენს მიზნებს და მზად იქნებიან პროფესიული განვითარებისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ისე პასუხისმგებლობა, საქმისადმი სიყვარული და სწავლის სურვილი. განვიხილავთ როგორც გამოცდილ მზარეულებს, ასევე დამწყებ კანდიდატებს, რომლებსაც კულინარიის სფეროში განვითარება სურთ. მზად ვართ, მოტივირებულ და მონდომებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ პროფესია და გაიზარდონ ჩვენს გუნდთან ერთად.
ფუნქცია მოვალეობები:პროდუქტების მომზადება, დაჭრა და საჭირო ინგრედიენტების მომზადება;კერძების მომზადების პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტის დაცვასამზარეულოში ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;პროდუქტების სწორად განთავსება და შენახვის წესების დაცვა;სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება;საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა;მომდევნო სამუშაო დღისთვის მარაგების მომზადებასაჭიროების შემთხვევაში, სხვა დამხმარე სამუშაოების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (განიხილებიან დამწყები მზარეულები)დეტალებზე ორიენტირებულობასწრაფ და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარიმაღალი პასუხისმგებლობის გრძნობასისუფთავისა და მოწესრიგებულობის მაღალი სტანდარტიინსტრუქციებისა და სამუშაო სტანდარტების ზუსტად შესრულების უნარი
ჩვენ გთავაზობთ:ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სისტემა30% -იან ფასდაკლებას ჩვენს სრულ ასორტიმენტზეუფასო კვება სამუშაო საათებშიტრანსპორტირება ღამის საათებშიპროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობამეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.
სამუშაო გრაფიკი: 5/2 9 საათი (დილა, შუადღე, საღამო)ადგილმდებარეობა: საბურთალო, ადამ მიცკევიჩის ქუჩა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@honeyrestaurant.ge