პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი (Alta Software)
ბერმელი
პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი (Alta Software)შ.პ.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმიძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:სისტემური უფლებების მართვა და კონტროლი: „ალტა სოფთვეარის“ (Alta Software) პროგრამაში თანამშრომელთა როლებისა და წვდომების მუდმივი ტესტირება; იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეულ მომხმარებელს ჰქონდეს მხოლოდ სამუშაოსთვის აუცილებელი უფლებები; ახალი თანამშრომლების ბაზაში დამატება (B6 მხარეს) და ფილიალებს შორის გადართვა;რისკების მართვა და ტესტირება: პროგრამის ყველა ფუნქციონალისა და ველის მუდმივი ტესტირება დამოუკიდებლად ან მხარდაჭერის ჯგუფთან ერთად, შეცდომებისა და ფინანსური რისკების თავიდან ასაცილებლად;პარტნიორ ორგანიზაციასთან კომუნიკაცია: „ალტასოფთვეართან“ გაფორმებული მხარდაჭერის ხელშეკრულების პირობების შესრულება, მიმდინარე მიწერ-მოწერის ანალიზი და ფუნქციონალური საკითხების მოგვარება კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულად;სესხების დაავტორიზება და მონიტორინგი: უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, ავტო და მიკრობიზნეს სესხების დაავტორიზება; საკრედიტო კომიტეტის ოქმების, საჯარო რეესტრის ამონაწერებისა და სანოტარო ხელშეკრულებების მონაცემების (საპროცენტო განაკვეთები, თანხები, გირავნობა/იპოთეკა) პროგრამულ მონაცემებთან დეტალური შედარება და სისწორის გადამოწმება;საოპერაციო და ფინანსური კონტროლი: თანამშრომელთა მიერ დაშვებული შეცდომების გასწორება (მხოლოდ წერილობითი მომართვის საფუძველზე); მსესხებელთა ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული სხვაობების ყოველდღიური კონტროლი, განულება და ზედმეტი თანხების სესხის დასაფარად წარმართვა; სესხების გამოყვანა ავტომატური დაფარვებიდან ჯარიმების კორექტირებამდე.სტატუსების მართვა: ვადაგადაცილებულ სესხებზე „პრობლემური“-ს სტატუსის მინიჭება ან მოხსნა და საქმეების პრობლემურ ოფიცრებზე გადაწერა;რეპორტინგი და ტრენინგი: კომპანიის საჭიროებებზე პროგრამული რეპორტინგის მორგება,სხვადასხვა პროგრამულ საკითხებსა და სიახლეებზე თანამშრომლებისთვის ინსტრუქციების მომზადება, მათი დატრენინგება და კონსულტაცია;ანგარიშგება: შესრულებულ და მიმდინარე საკითხებზე ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით).აუცილებელია „ალტა სოფთვეარის“ (Alta Software / B6 / LMS) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.მიკროსაფინანსო ან საბანკო სექტორში ადმინისტრატორად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.საკრედიტო დოკუმენტაციასთან, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებებთან მუშაობისა და საჯარო რეესტრის ბაზების გადამოწმების ცოდნა.ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.ჩვენ გთავაზობთ:პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;პროფესიულ ტრენინგებს;კორპორაციულ ღონისძიებებს;ჯანმრთელობის დაზღვევას;კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.სამუშაო გრაფიკი:ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00შაბათი: 09:20-14:2040-საათიანი სამუშაო კვირაგანაცხადის შეტანის წესი: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/ZIxrF