ფილიალის მენეჯერი
არჩევანი · ბორჯომი, ბაკურიანი
კომპანია არჩევანი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის (სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ჰიპერმარკეტი) პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:ჩვენი მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს სრულ სერვისს სახლის მშენებლობისა და მოწყობისთვის — სამშენებლო მასალებიდან დაწყებული, სამზარეულოს ,ეზოს ავეჯით, ტექნიკითა, ჭურჭლით და აქსესუარებით დასრულებული. ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ მენეჯერს, რომელიც გაუძღვება ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი;გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა და გუნდის მოტივირება;პროდუქციის შესყიდვები და ნაშთების კონტროლი;მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვა და მომხმარებელთან ურთიერთობა;პერსონალის შერჩევა, ტრენინგი და გრაფიკების მართვა;რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:მენეჯერულ პოზიციაზე , მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;სამშენებლო-სარემონტო მასალების საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;გუნდის მართვისა და ლიდერული უნარები;საოფისე პროგრამების (Excel) და სასაქონლო პროგრამის ცოდნა (მაგ: FINA, RS.ge).პიროვნული თვისებები:პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:კონკურენტულ ხელფასს 3000ლ + ბონუსებს გაყიდვებიდან;პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: archevani20@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 571419050, +995 555020630.