← ყველა ვაკანსია

მიმტანის დამხმარე

რესტორანი ხაშერია

რესტორანი "ხაშერია" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარეს პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, აბანოთუბანი სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები: ** მიმტანის დახმარება შეკვეთის დროულად მიღებასა და სტუმრის სათანადო მომსახურებაში; ** შეკვეთის სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება; ** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების ცოდნა; ** კოლეგების დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება. საჭირო უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** გამართულად ქართულად საუბარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციის უნარი; ** ენერგიულობა და სისხარტე; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე; ** კვებას; ** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khasheriage@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →