Head of Operation Risk Deparment
Tbc Insurance
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ 24ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ.
შენი, როგორც საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსის მთავარი ფუნქციები იქნება:განყოფილების საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინირება, განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების ზედამხედველობა;განყოფილების თანამშრომლებს შორის ფუნქციებისა და მოვალეობების გადანაწილება, შესაბამისი დავალებებისა და მითითებების გაცემა, მათი შესრულების კონტროლი;თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სამუშაო პროცესში მხარდაჭერა და მოტივაციაზე ზრუნვა;საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს შემუშავება, დანერგვა და მუდმივი განვითარება;საოპერაციო რისკების მართვის პოლიტიკების, მეთოდოლოგიებისა და პროცედურების შემუშავება და განახლება;რისკების აპეტიტით განსაზღვრული მეტრიკების მონიტორინგი, დარღვევების გამოვლენა და სამოქმედო გეგმის შემუშავება (სხვა განყოფილებების ჩართულობით), შესაბამისი რეპორტინგი მენეჯმენტთან;საოპერაციო რისკის ინციდენტებისა და Near Miss შემთხვევების აღრიცხვის, ანალიზისა და მონიტორინგის პროცესის ორგანიზება, გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;საოპერაციო რისკების ადრეული გამოვლენის მიზნით ძირითადი რისკის ინდიკატორების (KRI) შემუშავება, მონიტორინგი და ზღვრული მნიშვნელობების დარღვევებზე შესაბამისი რეაგირების კოორდინირება;ბიზნესუწყვეტობისა და კრიტიკული პროცესების აღდგენის მზადყოფნის შეფასება და მონიტორინგი, ბიზნესუწყვეტობის გეგმების შემუშავების, განახლებისა და ტესტირების პროცესში მონაწილეობა;კომპანიის საინფორმაციო სისტემებში მომხმარებელთა წვდომის უფლებების მართვის პროცესის ზედამხედველობა, მინიჭებული უფლებების პერიოდული გადახედვისა და შეფასების უზრუნველყოფა, შეუსაბამო, ჭარბი ან ურთიერთშეუთავსებელი უფლებების გამოვლენა და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;კონტროლის მექანიზმების დიზაინისა და ფუნქციონირების ეფექტურობის შეფასება, არსებული კონტროლების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;არსებული და ახალი სადაზღვევო პროდუქტების, ბიზნესპროცესებისა და მნიშვნელოვანი ორგანიზაციული თუ ტექნოლოგიური ცვლილებების საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და ანალიზი;რისკებისა და კონტროლების თვითშეფასების (RCSA) პროცესის კოორდინირება, მეთოდოლოგიის განვითარება, შეფასებების ხარისხის კონტროლი და გამოვლენილი რისკების მონიტორინგი;შიდა და გარე თაღლითობის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მონიტორინგი, პრევენციული კონტროლის მექანიზმების შემუშავებისა და გაუმჯობესების ხელშეწყობა;საექსპერტო რჩევების მიწოდება ბიზნესისთვის, რომელიც დაკავშირებულია საოპერაციო რისკებთან;საოპერაციო რისკების მიტიგაციის ღონისძიებებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის კონტროლი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება;აუთსორსინგისა და მესამე მხარეების რისკების შეფასება, პერიოდული მონიტორინგი და შესაბამისი მიტიგაციის ღონისძიებების შემუშავება;თანამშრომლობა თიბისი ბანკის საოპერაციო რისკების განყოფილებასთან და საინვესტიციო რისკების მართვის განყოფილებასთან.
გამოგვეხმაურე, თუ:გაქვს უმაღლესი განათლება;გაქვს სადაზღვევო, საბანკო ან ფინანსურ სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;იცი ინგლისური ენა;იცი MS Office-ის პროგრამები, განსაკუთრებით Excel.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?გთავაზობთ:საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: https://www.tbci.ge/careers