← ყველა ვაკანსია

ოფისის მენეჯერი

Glass Work

კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს. კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა) სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ. განაკვეთი: სრული ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის მართვა: შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, დახარისხება, დაარქივება და კონტროლი; ** ოფიციალური წერილების, მოთხოვნების, ბრძანებების და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება; ** კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა; ** სატელეფონო ზარებზე პასუხი; ** კომპანიაში დასაქმებული პირების შრომითი ხელშეკრულებების, სამუშაო აღწერილობების, ბრძანებებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის მომზადება; ** თათბირებისა და დირექტორატის შეხვედრების ორგანიზება (მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, მონაწილეებისთვის დროის და დღის წესრიგის გაცნობა); ** შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესის და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ** თანამშრომლებისა და დირექტორატის მივლინებების ორგანიზება: სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება, თვითმფრინავის ბილეთების, სასტუმროების დაჯავშნა; ** თანამშრომელთა სამუშაო დროის, შვებულებების, დაზღვევის პოლისების მართვა; ** კომპანიის მომარაგება ტექნიკური, საკანცელარიო და სამეურნეო ნივთებით. მათი მიღება, კონტროლი, შენახვა და გაცემა; ** საოფისე ტექნიკისა და საკომუნიკაციო საშუალებების მდგომარეობის კონტროლი. რაიმე გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა პრობლემის აღმოსაფხვრელად; ** ოფისის ინტერიერის და ექსტერიერის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა; ** მენეჯმენტისა და სტუმრების ყავითა და ჩაით უზრუნველყოფა; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება. პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებულობა; ** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა; ** კომუნიკაციის უნარი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@glasswork.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →