საუზმის მიმტანი
რესტორანი Bazzar
ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომელს, რომელიც დაიკავებს საუზმის მიმტანის პოზიციას.
ძირითადი მოვალეობები:
** დილით საუზმის სივრცის მოწესრიგება;
** სტუმრების დახვედრა და მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდების სერვირება;
** სტუმრების მიერ მიღებული უკუკავშირის შესაბამის ზედამხედველთან გაზიარება.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** კვებისა და სასმლის სფეროში განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა აუცილებელია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება და პირობები:
** ხელფასი: 1100 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომპანიის მხრიდან კვება;
** უნიფორმა;
** მეტრომდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 5 სამუშაო დღე - 07:00 - 16:00;
** სრული განაკვეთი, 9-საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება).
თუ ხართ დაინტერესებული, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Neka.maksimovi@bazzarhotel.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო "ბაზზარ"-ი. გაცნობებთ, რომ სასტუმრო "ბაზზარ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.