← ყველა ვაკანსია

წარმოების ოპერატორი

Air Management Systems

"Air Management Systems" (AMS) აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის (ბუღალტრის დამხმარე) პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, იასონ ლორთქიფანიძის ქ. 5 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00, შაბათი: 10:00-15:00 ანაზღაურება: 1500-1700 ლარი + ბონუსი (კვალიფიკაციის მიხედვით). ძირითადი მოვალეობები: ** პირველადი საბუთების მომზადება და ბუღალტრულ პროგრამაში გატარება; ** პროდუქციისა და სასაქონლო ნაშთების აღრიცხვა; ** თვითღირებულების კალკულაცია; ** ინვოისებისა და შეკვეთების დამუშავება; ** ინვენტარიზაცია და დოკუმენტაციის წარმოება. მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა; ** სასურველია FINA-სა და RS.GE-ს ცოდნა; ** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** უფასო ტრანსპორტირებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ საბონუსე სისტემაში ჩართვას. CV გამოგზავნეთ: vacancy.ams@gmail.com განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 დეკემბერი, 2026 წელი. დაგვიკავშირდებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

განაცხადის გაგზავნა →