გაყიდვების კონსულტანტი
იმერი მოტორსი
"იმერი მოტორსი" (https://www.imerimotors.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
"იმერი მოტორსი" ახალი და მეორადი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიაა. მაღალი ხარისხის ავტომობილების მოძიება ჩინეთის ბაზარზე ხდება. მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი უზრუნველყოფს სრული პროცესის — ავტომობილის შერჩევიდან მიწოდებამდე — შეუფერხებლად წარმართვას.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის მახასიათებლებთან დაკავშირებით;
** შესყიდვის პროცესის განხორციელებისას — ავტომობილის შეკვეთიდან ადგილზე ჩამოყვანამდე — მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** დროული რეპორტინგი მენეჯერთან ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნასთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ენერგიული და მოტივირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, კრისტოფერო კასტელის ქუჩა N8;
გრაფიკი: 10:00-18:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით);
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + საბონუსე სისტემა.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: info@imerimotors.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.