← ყველა ვაკანსია

სამშენებლო ინჟინერი

ტომპსონი & ფრენჩი

"ტომპსონი & ფრენჩი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: სამშენებლო ინჟინერი. დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და კვალიფიციურ სამშენებლო ინჟინერს, რომელიც უხელმძღვანელებს სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს, უზრუნველყოფს პროექტების შესაბამისად შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს შესაბამის ტექნიკურ და საანგარიშო დოკუმენტაციას. ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების სრული ხელმძღვანელობა და ორგანიზება; ** პროექტების, სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა და მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენება; ** სამუშაოების დაგეგმვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და შესრულების ვადების კონტროლი; ** მუშების, ტექნიკისა და საჭირო სამშენებლო რესურსების ეფექტიანად განაწილება; ** სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ტექნოლოგიური პროცესებისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; ** შესრულებული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება; ** საჭიროების შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვების შედგენა, გაანგარიშება და კორექტირება; ** ფორმა №2-ისა და შესრულებული სამუშაოების სხვა საანგარიშო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება; ** საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავება, შესაბამისი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის მომზადება სხვა სპეციალისტებთან ერთად; ** საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოვლენა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება; ** სამშენებლო მასალების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მათი ხარჯვის კონტროლი; ** დამკვეთთან, ტექნიკურ ზედამხედველობასთან, პროექტანტებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან სამუშაო კომუნიკაცია; ** სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება; ** შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და სამშენებლო ნორმების დაცვის კონტროლი; ** ობიექტზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ორგანიზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით; ** სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული, მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი; ** სამშენებლო ობიექტების დამოუკიდებლად მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება; ** ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა; ** პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავების უნარი; ** სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა; ** სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი; ** სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი; ** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და საანგარიშო ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა; ** მუნიციპალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ** სატენდერო პროექტების განხორციელების გამოცდილება; ** AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი; ** შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება; ** ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე: tf.vacancies@yahoo.com წერილის სათაურში მიუთითეთ: "სამშენებლო ინჟინერი - სახელი, გვარი"

განაცხადის გაგზავნა →