არქიტექტორი
ტომპსონი & ფრენჩი
"ტომპსონი & ფრენჩი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე არქიტექტორი.
დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
როლი მოიცავს როგორც ახალი ობიექტების კონცეფციის შემუშავებას კონტრაქტორებთან ერთად, ასევე არსებული სივრცეების განახლებასა და რეკონსტრუქციას. პოზიცია უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიან, ეფექტურ და დროულ განხორციელებას ყველა ჩართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
არქიტექტურული დაგეგმვა და პროექტირება:
** არსებული ობიექტების სარეკონსტრუქციო და სარემონტო პროექტების მომზადება ან კორექტირება;
** ავეჯის განლაგების, ინტერიერის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, დიზაინის ელემენტების და სხვა ვიზუალური კომპონენტების პროექტების შემუშავება.
პროექტების მართვა და კოორდინაცია:
** პროექტების შეთანხმება ბიზნეს მიმართულებებთან, ხელმძღვანელებთან;
** გარე საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიერ მომზადებული პროექტების განხილვა და შეფასება;
** სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;
** პროექტების ვადების, ხარისხისა და შეთანხმებული სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკების, შეფერხებებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.
ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა:
** ავეჯის და სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტების ხარისხის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურება.
რეგულაციები და ადმინისტრაციული მხარდაჭერა:
** სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** შეთანხმებებისა და ნებართვების პროცესის კოორდინაცია;
** საჭირო მასალებისა და ინვენტარის დაგეგმვასა და შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.
პროცესების განვითარება:
** ხარჯების ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ზრდის ინიციატივების შეთავაზება;
** თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინის ტენდენციების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** არქიტექტურული პროექტირების, ინტერიერის დაგეგმარების ან სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** არქიტექტურული პროგრამები: აუცილებელია ArchiCAD-ის კარგად ცოდნა (კარგი იქნება 3D ვიზუალიზაციისთვის სხვა პროგრამების ცოდნაც);
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
** ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
** პროექტების კოორდინაციისა და მრავალ დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ინიციატივიანობა და მუდმივი განვითარების სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე: tf.vacancies@yahoo.com
წერილის სათაურში მიუთითეთ: "არქიტექტორი - სახელი, გვარი"