← ყველა ვაკანსია

სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი

ტომპსონი & ფრენჩი

"ტომპსონი & ფრენჩი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი (პრარაბი). დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა; ** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი; ** სამშენებლო მასალების მიღება/გათვლა და აღრიცხვის კონტროლი; ** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ფორმა 2; ** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ხარჯების ანალიზი; ** პერსონალის გრაფიკის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ მუშა პერსონალის მოძიება; ** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება; ** მარაგების და რესურსების ოპტიმიზაცია; ** ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას, დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ; ** უშუალო ხელმძღვანელის სხვა, დამატებითი დავალებების შესრულება. სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების მდებარეობაზე). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან შესაბამისი მიმართულებით; ** სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული, მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი; ** სამშენებლო ობიექტების მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება; ** ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა; ** სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა; ** სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი; ** სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა; ** AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი; ** შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება; ** ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე: tf.vacancies@yahoo.com წერილის სათაურში მიუთითეთ: "სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი - სახელი, გვარი".

განაცხადის გაგზავნა →