← ყველა ვაკანსია

ბრენდ მენეჯერი

ოპტიმისტი

ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. 13-წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ საქართველოში ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში. კომპანიის პრიორიტეტია ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი. პოზიციის მიმოხილვა: ბრენდ მენეჯერი პასუხისმგებელია ბრენდის კონტაქტური ლინზების გაყიდვების ზრდაზე და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 18:00 ანაზღაურება: 2000 ლარი (Gross) მოვალეობები: ** კონტაქტური ლინზების მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა ** ბრენდის პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა ** გაყიდვების გუნდისთვის ტრენინგების ორგანიზება და კონტაქტური ლინზების მიმართულებით სიახლეების გაცნობა/დატრენინგება ** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი, KPI-ს კონტროლი და ანალიტიკის ჩატარება ** ახალი პროდუქტების ბაზარზე დანერგვის პროცესში მონაწილეობა ** გაყიდვების შედეგების, მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი; ** გაყიდვების რგოლის მოტივირება და მარკეტინგული აქტივობების დანერგვა. ** შეკვეთების განთავსება ძირითადი მოთხოვნები: ** აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა, (სასურველია რუსული ენის ცოდნა) ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** მსგავს (ბრენდ-მენეჯერის) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** უპირატესობად ჩაითვლება ოპტიკის ან/და ფარმაციის მიმართულებით მსგავსი (ბრენდ-მენეჯერის) გამოცდილება პიროვნული მახასიათებლები: ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობის გრძნობა ჩვენ გთავაზობთ: ** მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს ** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე ** ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას ** მუდმივ სწავლებას და პროფესიულ განვითარებას კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ბრენდ მენეჯერი). დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის გაგზავნა →