← ყველა ვაკანსია

კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი

გალერია თბილისი

გალერია თბილისი აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი Web: http://galleria.ge/ ძირითადი მოვალეობები: ** სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე არსებული სერვისების, შიდა ინფრასტრუქტურის, მოიჯარეების განლაგებისა და მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა ** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, მხარდაჭერა, საჭირო ინფორმაციის ოპერატიული მიწოდება და კონსულტაციის გაწევა სავაჭრო ცენტრში არსებული შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისად. ** სავაჭრო ცენტრში მიმდინარე კამპანიებისა და ღონისძიებების აქტიური პოპულარიზაცია ვიზიტორთა ჩართულობის გაზრდის მიზნით. ** სავაჭრო ცენტრის მოიჯარეების შიდა სარეკლამო კამპანიების მხარდაჭერა, მათ შორის სასაჩუქრე ბარათების პროგრამების, სპეციალური შეთავაზებებისა და საქველმოქმედო ღონისძიებების ადმინისტრირება. ** მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი, წინა ისტორიის განხილვა და ინფორმაციის დამუშავება ზუსტი, ამომწურავი და გადამოწმებული პასუხების მიწოდების მიზნით. ** კრიზისული სიტუაციების მართვა და უსაფრთხოება: საგანგებო სიტუაციებზე სწორი რეაგირება და ამასთან დაკავშირებით სავაჭრო ცენტრში არსებული სტანდარტების დაცვა ** პასუხისმგებელია სატელეფონო ზარებზე პასუხის, ელფოსტის კონტროლისა და საჭიროებისამებრ ადმინისტრაციაში გადართვაზე. ** აღრიცხოს მომხმარებელთა მიმართვები შესაბამისი დოკუმენტირების საშუალებით. ** პასუხისმგებელია სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფაზე. ** უზრუნველყოს დაკარგული და ნაპოვნი ნივთების (Lost & Found) რეგისტრაცია, შენახვა და გაცემის პროცესის მართვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ** საჭიროების შემთხვევაში, შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამსახურებრივი დავალებები, რომლებიც შეესაბამება პოზიციის ფუნქციებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება. ** მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება. ** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა. ** MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა. ** ეფექტური კომუნიკაციის გამორჩეული უნარები. ** კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და გადაწყვეტის უნარი. ** დროის ეფექტურად მართვის უნარი და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების შესაძლებლობა. ** მომხმარებლებთან, მოიჯარეებთან, სავაჭრო ცენტრის მენეჯმენტთან, მომსახურების მომწოდებლებთან და სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ** კეთილგანწყობილი, კომუნიკაბელური, პროაქტიული და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება. ** პოზიტიური დამოკიდებულება და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის ძლიერი მოტივაცია. გთხოვთ რეზიუმეები გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე: sgogeshvili@galleria.ge ვადა: 05.09.2026

განაცხადის გაგზავნა →