← ყველა ვაკანსია

საწყობის მიმღები

გუდვილი · თბილისი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით.,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით მიღება და პროგრამული აღრიცხვა;მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;მიღებული პროდუქციის დასაწყობება და FIFO პრინციპის დაცვით განთავსება;ფიზიკური სამუშაოს შესრულება;მიღებული პროდუქციის ვადების კონტროლი. ძირითადი მოთხოვნები: მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდურად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1200 ლარიდან) + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: უნივერსიტეტის ქ.;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/NAvX52oდაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577200712 გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →