← ყველა ვაკანსია

სამშენებლო ინჟინერი

ტომსონი&ფრენჩი · თბილისი

ტომსონი&ფრენჩი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე სამშენებლო ინჟინერი

 დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება ადგილმდებარეობა: თბილისი
 
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
 ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და კვალიფიციურ სამშენებლო ინჟინერს, რომელიც უხელმძღვანელებს სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებს, უზრუნველყოფს პროექტების შესაბამისად შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს შესაბამის ტექნიკურ და საანგარიშო დოკუმენტაციას. ძირითადი მოვალეობები: სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების სრული ხელმძღვანელობა და ორგანიზება;პროექტების, სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა და მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენება;სამუშაოების დაგეგმვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და შესრულების ვადების კონტროლი;მუშების, ტექნიკისა და საჭირო სამშენებლო რესურსების ეფექტიანად განაწილება;სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ტექნოლოგიური პროცესებისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;შესრულებული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;საჭიროების შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვების შედგენა, გაანგარიშება და კორექტირება;ფორმა №2-ისა და შესრულებული სამუშაოების სხვა საანგარიშო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავება, შესაბამისი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის მომზადება სხვა სპეციალისტებთან ერთად;საპროექტო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოვლენა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება;სამშენებლო მასალების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და მათი ხარჯვის კონტროლი;დამკვეთთან, ტექნიკურ ზედამხედველობასთან, პროექტანტებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან სამუშაო კომუნიკაცია;სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და სამშენებლო ნორმების დაცვის კონტროლი;ობიექტზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ორგანიზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული, მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;სამშენებლო ობიექტების დამოუკიდებლად მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება;ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა;პროექტში ცვლილებებისა და კორექტირებების ტექნიკური დამუშავების უნარი;სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა;სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი;სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი;ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და საანგარიშო ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა.მუნიციპალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;სატენდერო პროექტების განხორციელების გამოცდილება;AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობათ;Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი;შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.ქართული და რუსული ენის კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობათ: ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს;პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე: tf.vacancies@yahoo.com წერილის სათაურში მიუთითეთ: „ სამშენებლო ინჟინერი – სახელი, გვარი“

განაცხადის გაგზავნა →