არქიტექტორი
ტომსონი&ფრენჩი · თბილისი
კომპანია ტომსონი&ფრენჩი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: არქიტექტორი.
დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა
როლი მოიცავს როგორც ახალი ობიექტების კონცეფციის შემუშავებას კონტრაქტორებთან ერთად , ასევე არსებული სივრცეების განახლებასა და რეკონსტრუქციას. პოზიცია უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიან, ეფექტურ და დროულ განხორციელებას ყველა ჩართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
არქიტექტურული დაგეგმვა და პროექტირება
არსებული ობიექტების სარეკონსტრუქციო და სარემონტო პროექტების მომზადება ან კორექტირება.ავეჯის განლაგების, ინტერიერის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, დიზაინის ელემენტების და სხვა ვიზუალური კომპონენტების პროექტების შემუშავება;
პროექტების მართვა და კოორდინაცია
პროექტების შეთანხმება ბიზნეს მიმართულებებთან, ხელმძღვანელებთან.გარე საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიერ მომზადებული პროექტების განხილვა და შეფასება;სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;პროექტების ვადების, ხარისხისა და შეთანხმებული სტანდარტების დაცვის კონტროლი;პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკების, შეფერხებებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.
ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა
ავეჯის და სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტების ხარისხის კონტროლი;შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურება.
რეგულაციები და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება;შეთანხმებებისა და ნებართვების პროცესის კოორდინაცია;საჭირო მასალებისა და ინვენტარის დაგეგმვასა და შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.
პროცესების განვითარებახარჯების ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ზრდის ინიციატივების შეთავაზება;თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინის ტენდენციების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;არქიტექტურული პროექტირების, ინტერიერის დაგეგმარების ან სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;არქიტექტურული პროგრამები: აუცილებელია Archi CAD-ის კარგად ცოდნა (კარგი იქნება 3D ვიზუალისაციისათვის სხვა პროგრემების ცოდნაც)Microsoft Office პროგრამების ცოდნა;ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;პროექტების კოორდინაციისა და მრავალ დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;Ქართული და რუსული ენის კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად:ინიციატივიანობა და მუდმივი განვითარების სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე: tf.vacancies@yahoo.com
წერილის სათაურში მიუთითეთ: „არქიტექტორი – სახელი, გვარი“