საწყობის სპეციალისტი
მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი · თბილისი
კომპანია „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი“ (AMTS) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.
კომპანია იწვევს ენერგიულ კადრებს საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაოდ. ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი.
ძირითადი მოვალეობები:
საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია, დალაგება და პროდუქციისათვის შიდა კოდების მინიჭება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით; შემოსული ტვირთების მიღება, დათვლა, დაწყობა; მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით გასაგზავნი ტვირთების მომზადება და მძღოლ-ექსპედიტორებზე გადაცემა.
მოთხოვნები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ენერგიულობა; გუნდური მუშაობის უნარი; პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა.
ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდეგ 1300 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 900 ლარი). ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში არსებული სხვა ბენეფიტები (პრემიები, ბონუსები).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საწყობის სპეციალისტი“.