← ყველა ვაკანსია

უნივერსალური ადმინისტრატორი

იელთი ჯგუფი · ბათუმი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" აცხადებს უნივერსალური ადმინისტრატორის ვაკანსიას აპარტ-სასტუმროში.

 ძირითადი მოვალეობები:
 ** სტუმრების სტანდარტების შესაბამისად მიღება-განთავსება და გაცილება; ** აპარტ-ოტელის რისეფშენში შესვლა-გასვლის კონტროლი; ** უსაფრთხოების შიდა წესებისა დაცვაზე მონიტორინგი; ** ობიექტზე წესრიგის შენარჩუნებისა და საეჭვო ან არასტანდარტული შემთხვევების დროულად დაფიქსირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება; ** ოთახების სტატუსისა და მდგომარეობის კონტროლი; ** გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი; ** ჯავშნების მიღება; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; ** სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა; ** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან. საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 ** სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** უსაფრთხოების/დაცვის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად; ** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია; 
პიროვნული უნარ-ჩვევები:
 ** პუნქტუალურობა; ** კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ფიზიკურად შრომის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ:
 ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; კონკურენტულ ანაზღაურებას; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; კარიერული განვითარების შესაძლებლობას. სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში 5/2 გრაფიკი 
ანაზღაურება: 1300-1400 ლარი + ბონუსი
 ლოკაცია: ქ.ბათუმი

 დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltgroup.ge სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →