← ყველა ვაკანსია

ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერი

ასკანელი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://www.askaneli.ge http://www.facebook.com/Askaneli1880 http://www.facebook.com/Askaneli-Garden პოზიციის შესახებ: ** ვეძებთ დინამიურ ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერის რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი პროდუქტის განვითარების სრულ ციკლზე — იდეიდან როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გაშვებამდე (Launch) ** ამ პოზიციაზე თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მარკეტინგული კამპანიების და პრომო ძირითადი მოვალეობები: ** ახალი პროდუქტების ბაზარზე გაშვებისთვის (Launch) სრული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება კომპანიის გრძელვადიანი გრძელვადიანი მიზნების, ბაზრის კვლევისა და ანალიზის შესაბამისად; წინადადებების ინიცირება არსებული პროდუქტების გაუმჯობესებისთვის ბაზრის ტენდენციების ანალიზის საფუძველზე. ** მჭიდრო კოორდინაცია მრავალფუნქციურ გუნდებთან (წარმოება, შესყიდვები, ხარისხის კონტროლი, ფინანსები, გაყიდვები და მარკეტინგი) პროდუქტის პოზიციონირებისა და მთავარი გზავნილების შემუშავების მიზნით. ** პროექტის დაგეგმვა და მართვა კონცეფციიდან ბაზარზე გაშვებამდე (End-to-End). ** დიზაინის გუნდის შერჩევა, ტექნიკური დავალებების (TB) გაცემა და ეტიკეტის, ყუთისა თუ შეფუთვის ვიზუალური იდენტობის დამტკიცება. ** უშუალო თანამშრომლობა სტამბებთან, დიზაინერებთან და მომწოდებლებთან წარმოებაში გაშვებამდე. ** პროექტის ფინანსური, იურიდიული და დროითი ჩარჩოების განსაზღვრა, დაგეგმვა და მართვა. ** პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, გადახრების იდენტიფიცირება და კორექტირება. ** განხორციელებული კამპანიის ეფექტიანობის მაჩვენებლების (Metrics) მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე სფეროში. ** მინიმუმ 4 წლის გამოცდილება პროდუქტის განვითარებაში (NPD), მარკეტინგული კამპანიების მართვაში (სასურველია FMCG ან ალკოჰოლური სასმელების სექტორში). ** წარმოების პროცესების, შეფუთვის ტექნოლოგიებისა და ხარისხის მართვის სისტემების ცოდნა. ** პროექტების მართვის ძლიერი უნარები — ბიუჯეტირება, ვადების დაგეგმვა და კროს-ფუნქციური გუნდების მართვა. ** ძლიერი ანალიტიკური კომუნიკაციური და პროექტების მართვის უნარები ** პროაქტიულობა, ინიციატივის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი. ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ. მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ. კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ FitPass-ის სერვისით. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →