← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

ცაგო 2001 · გარდაბანი

შპს "ცაგო 2001" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (საკვები პროდუქტების მიმართულებით) პოზიციაზე. აღწერილობა: საკვები პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი, მზარდი კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ პიროვნებას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საქართველოში წარმოებული, მაღალი ხარისხის პროდუქტის რეალიზებაზე და გასაღების ბაზრის ზრდაზე. ძირითადი ფუნქციები: ** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება და მოზიდვა (მარკეტები, რესტორნები, ბარები და ა.შ.); ** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება; ** პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაციების ორგანიზება; ** შეკვეთების აღრიცხვა, ხელშეკრულებების გაფორმება და გადახდების კონტროლი; ** გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია კვების პროდუქტების მიმართულებით); ** კომუნიკაცია/დარწმუნების ძლიერი უნარი; ** ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად. პირობები: ** კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები გაყიდვებიდან (ანაზღაურება ისევე როგორც ბონუსის ოდენობა და პრინციპი, მოლაპარაკების საფუძველზე); ** კარიერული განვითარება: პროდუქციის რეალიზაციის ზრდის საფუძველზე, გაყიდვების გუნდის ჩამოყალიბება/გაფართოებისა და მართვის შესაძლებლობა; ** მეგობრული გარემო: მოქნილი სამუშაო გრაფიკი - ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით; ლოიალური დასვენება/შვებულების პოლიტიკა; ლოკაცია: ქ. გარდაბანი, ბოტანიკის დასახლება Cv და სამოტივაციო წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ ელ. მისამართზე: cago2000go@gmail.com დეტალებისთვის დაუკავშირდით: 599 18 11 77 დავით ცაგურია

განაცხადის გაგზავნა →