← ყველა ვაკანსია

იმპორტის მენეჯერი

კავკასტრანსექპრესი

შ.პ.ს. "კავკასტრანსექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად) ძირითადი მოვალეობები: ** შემოსული მოთხოვნების გაგზავნა ვენდორებთან, ფასების დამუშავება და კლიენტისთვის ოპტიმალური შეთავაზების მომზადება (ჩინეთის მიმართულებით); ** თითოეული შეკვეთის სრული ლოგისტიკური პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია კლიენტებთან და პარტნიორებთან; ** შეკვეთების ვადებისა და პროცესების მუდმივი მონიტორინგი; ** მომწოდებლებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცესის კონტროლი; ** კლიენტებისთვის შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ინვოისების მომზადება და გადახდების მონიტორინგი; ** საბაჟო ოპერაციებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა; ** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და ახალი პარტნიორების მოძიება; ** ხელმძღვანელისთვის უკუკავშირის მიწოდება და რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია); ** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა. პიროვნული უნარები: ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და სამუშაოს ეფექტურად მართვის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ctet@cte.ge.

განაცხადის გაგზავნა →