← ყველა ვაკანსია

მოლარე

ლუმენი

"ლუმენი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე "ლუმენი" — ქართული კომპანია, რომელიც განათების სფეროში წლებია წარმატებით ოპერირებს და მომხმარებლებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. კომპანია ამჟამად აერთიანებს 20-მდე თანამშრომელს და თბილისში 3 შოურუმს მართავს. ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ მოლარეს, რომელიც უზრუნველყოფს სალაროს ოპერაციების სწორად და ზუსტად შესრულებას და მომხმარებლებს მაღალ ხარისხის მომსახურებას გაუწევს. სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №116 ძირითადი პასუხისმგებლობები: ** გადახდის პროცესის მართვა; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება; ** POS-ტერმინალთან მუშაობა; ** სალაროს ოპერაციების წარმოება და თანხების სიზუსტის კონტროლი; ** სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ** ყოველდღიური სალარო და საოფისე პროცესების მხარდაჭერა; ** საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების Excel-ში დამუშავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სალაროსთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ცოდნა; ** POS-ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება; ** კომპიუტერისა და Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა; ** Excel-ში მარტივი ოპერაციების შესრულების უნარი; ** თანხებთან მუშაობისას მაღალი სიზუსტე და ყურადღება; ** დოკუმენტაციასთან მოწესრიგებულად მუშაობის უნარი; ** გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული სამუშაო მიდგომა; ** გუნდში მუშაობის უნარი. ** მრავალწლიანი გამოცდილება არ არის აუცილებელი. ** მნიშვნელოვანია გქონდეთ სალაროსთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება და მზად იყოთ ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად. სამუშაო პირობები: ** 1-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება — 800 ₾; ** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ — 1000 ₾ ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი; ** ბონუსი განისაზღვრება სამუშაო შედეგებისა და კომპანიის შიდა ბონუსური სისტემის შესაბამისად; ** კვირაში 5 სამუშაო დღე; ** პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო; ** განვითარებისა და კარიერული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მითითებულ ელფოსტაზე: lumengeorgia@gmail.com დაგვიკავშირდი: 599 41 40 24 მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №116 თუ გსურთ, შემოუერთდეთ განვითარებად გუნდს და იმუშაოთ სტაბილურ პროფესიულ გარემოში, ველოდებით თქვენს CV-ს.

განაცხადის გაგზავნა →