ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა - მცირე და საშუალო ბიზნესები
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
ევროკავშირის მხარდაჭერა მწვანე ინიციატივებისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის
ფინანსური მხარდაჭერის კონკურსი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში.
პროექტის "GREEN - გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა" ფარგლებში ცხადდება ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, "ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის", დემოკრატიის ინსტიტუტისა და ასოციაცია "ათინათის" პარტნიორობით.
პროგრამის მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო საწარმოებში მდგრადი და ეკო-მეგობრული ბიზნესპრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობას. უპირატესობა მიენიჭება ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს:
** ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვას;
** ნარჩენების შემცირებასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებას;
** ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გამოყენებას;
** განახლებადი ენერგიისა და მწვანე ინოვაციების განვითარებას;
** თანამშრომლების ცოდნისა და უნარების გაძლიერებას მდგრადი წარმოების მიმართულებით;
** სურსათის უვნებლობისა და სხვა შესაბამისი სტანდარტების დანერგვას.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
** შპს-ებს, კოოპერატივებსა და სხვა რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტებს;
** საწარმოებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან მინიმუმ 3 წლის განმავლობაში;
** ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის ან/და ტურიზმის სექტორთან;
** ბიზნესებს, რომლებიც საქმიანობენ გურიის, აჭარის ან სამეგრელოს რეგიონებში.
ფინანსური მხარდაჭერა
** მინიმალური დაფინანსება: 5, 000 ევროს ეკვივალენტი
** მაქსიმალური დაფინანსება: 20, 000 ევროს ეკვივალენტი
** დაფინანსება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.
განაცხადების წარდგენა
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2026 წლის 15 დეკემბერი, 17:00.
დამატებითი ინფორმაცია
საკონკურსო დოკუმენტაცია, განაცხადის ფორმები და სახელმძღვანელო მითითებები ხელმისაწვდომია თანდართული დოკუმენტების სახით.
ეს დოკუმენტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია განმახორციელებელი ორგანიზაციები და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.