← ყველა ვაკანსია

ავტოასისტენტი

Autosell Georgia

"Autosell Georgia" აცხადებს ვაკანსიას ავტოასისტენტის პოზიციაზე! ვეძებთ პასუხისმგებლობიან, პუნქტუალურ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც უყვარს ავტომობილები და სურს გახდეს ჩვენი ახალგაზრდა, მეგობრული გუნდის წევრი! ძირითადი მოვალეობები: ** ახლად დარეგისტრირებულ მომხმარებლებთან დაკავშირება, მომსახურების გაცნობა და შეხვედრის დროისა და ადგილის შეთანხმება; ** მომხმარებელთან შეთანხმებულ ადგილზე მისვლა; ** საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის პარტნიორ სამრეცხაოში მიყვანა და რეცხვის პროცესის ორგანიზება; ** ავტომობილების ფოტო-ვიდეო გადაღება საკუთარი მობილური ტელეფონით, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; ** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და სამუშაო პროცესების მართვა კომპანიის CRM სისტემაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა მინიმუმ 3 წლის განმავლობაში; ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გამართული კომუნიკაციის უნარი, როგორც სატელეფონო, ისე პირადი შეხვედრების დროს; ** გუნდურად მუშაობისა და დროის სწორად განაწილების უნარი; ** ავტომობილების მიმართ ინტერესი და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** საკუთარი სმარტფონი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ხარისხიანი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება; ** ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების უნარი. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფოტო-ვიდეო გადაღება ამ პოზიციის ერთ-ერთი მთავარი და ყოველდღიური მოვალეობაა. ავტოასისტენტი ავტომობილებს საკუთარი მობილური ტელეფონით იღებს, კომპანიის მიერ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად. შერჩეული კანდიდატი გაივლის შესაბამის ტრენინგს. ანაზღაურება და სამუშაო პირობები: ** ფიქსირებული ხელფასი: 1200-1500 ლარი; ** ინდივიდუალური ბონუსი თითოეული გაყიდული ავტომობილიდან; ** დამატებითი გუნდური ბონუსები; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე; ** საწვავის ხარჯების ანაზღაურება კომპანიის მიერ გამოყოფილი ტალონებითა და საწვავის ბარათით; ** სამუშაო პროცესების მართვა ორგანიზებული CRM სისტემის საშუალებით; ** საწყისი ტრენინგი და გუნდის მხარდაჭერა. ჩვენი გუნდი და სამუშაო გარემო Autosell-ში დაგხვდება ახალგაზრდა, მეგობრული და ენერგიული გუნდი, სადაც ერთმანეთის დახმარება ყოველდღიური მუშაობის ნაწილია. ჩვენი ოფისი მდებარეობს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თბილისში. სამუშაო დღის განმავლობაში, თავისუფალ დროს, შეგიძლია ოფისში ამოხვიდე, დაისვენო, დალიო ყავა და დრო გუნდთან ერთად გაატარო. როგორ გამოგვეხმაუროთ? თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV: hr@autosell.ge და სათაურში მიუთითე "ავტოასისტენტი". შემოუერთდი Autosell Georgia-ს გუნდს!

განაცხადის გაგზავნა →