საწყობის თანამშრომელი
არგვეთია ერთი
კომპანია "არგვეთია ერთი", რომლის მიმართულება არის იმპორტი (ევროპული პროდუქცია) და დისტრიბუცია საქართველოს მასშტაბით, დაფუძნდა 2019 წელს.
"არგვეთია ერთი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
სახელფასო სისტემა: ანაზღაურება 2500₾, გამოსაცდელი პერიოდი - 1 თვე
პირველი თვის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარების გათვალისწინებით
განიხილება: სამედიცინო დაზღვევა
კომპანია გთავაზობთ განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საქონლის მიღება და დასაწყობება;
** საწყობში შეკვეთის მომზადება;
** პროდუქციის დაშტრიხვა/გადაფუთვა;
** სხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.
სავალდებულო მოთხოვნა: მართვის მოწმობა, (B კატეგორია, უპირატესობა მექანიკას მიენიჭება).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: info@argvetia.ge, info.argvetia@gmail.com და გთხოვთ, სათაურის "subject" ველში მიუთითეთ "დამხმარე".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 11 დეკემბერი 2026 წელი.
გისურვებთ წარმატებას!