მოლარე-კონსულტანტი
B&G Store
"B&G STORE" — პრემიუმ ხარისხის საბავშვო ტანსაცმლის საერთაშორისო ქსელი საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: Grand Mall, ბათუმი — შ. ხიმშიაშვილის ქ. N29
სამუშაო პირობები:
** I ცვლა — 10:00-დან 16:00 საათამდე
** II ცვლა — 16:00-დან 22:00 საათამდე
** სტუდენტებისთვის შესაძლებელია სასწავლო გრაფიკთან მაქსიმალური შეთავსება
** ანაზღაურება — 850₾ + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა
** სალარო ოპერაციების წარმოება
** მომხმარებლის თავაზიანი, სწრაფი და ეფექტური მომსახურება
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის პრეზენტაცია
** სექციაში არსებული მარაგის კონტროლი
საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლიანობა
** გამართული მეტყველების უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: bgstoregeorgia@yahoo.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2026.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.