← ყველა ვაკანსია

სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი

ვეიპ რუმი

"ვეიპ რუმი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, შაბათ-კვირა არის სამუშაო დღეები, ხოლო ორი დასვენების დღე შეირჩევა სამუშაო კვირის განმავლობაში. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის მცირეფასიანი და ტექნიკური საშუალებების შესყიდვისა და მომარაგების პროცესის უზრუნველყოფა და შესყიდული ტექნიკური საშუალებებისა და ინვენტარის შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება; ** პროდუქციის მარაგებისა და ინვენტარის შიდა გადაადგილების უზრუნველყოფა კომპანიის ობიექტებს შორის; ** კომპანიის გაუმართავი და ხარვეზიანი საშუალებების ოპერატიული გამოვლენა და რემონტი; ** შენობა-ნაგებობებში არსებული კომუნალური (ელექტროენერგია, გაზი, წყალმომარაგება) სისტემების გამართული მუშაობის მეთვალყურეობა; ** კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და რეგულარული კონტროლი; ** ობიექტებში განლაგებული ინვენტარის (მაგიდები, სკამები, ვიტრინები და ა.შ.) სამუშაო პროცესისთვის მომზადება და მწყობრში მოყვანა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სატრანსპორტო საშუალება: საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა. ** პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა. ანაზღაურება: ** საბაზისო ხელფასი: 1700 ლარი ** ავტომობილის ცვეთა: 200 ლარი ** პარკირება: 100 ლარი ** საწვავი: 120 ლიტრი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@vaperoom.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 90 27 96.

განაცხადის გაგზავნა →