← ყველა ვაკანსია

სკოლის მენეჯერის ასისტენტი

303 Hz

ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ჩაერთვება "303 Hz"-ის ყოველდღიურ საქმიანობაში და დაეხმარება სკოლის მენეჯერს სასწავლო პროცესების კოორდინაციასა და მართვაში. ძირითადი მოვალეობები: ** ახალ და არსებულ სტუდენტებთან კომუნიკაცია და მათი სასწავლო ჯგუფებში განაწილება; ** სასწავლო განრიგის შედგენა სტუდენტებთან და მენტორებთან შეთანხმებით; ** სასწავლო განრიგის კონტროლი, დასწრებისა და გაცდენების აღრიცხვა; ** სტუდენტებისა და მენტორებისთვის საკომუნიკაციო არხების შექმნა და მართვა; ** სასწავლო პროცესის ორგანიზება და დისციპლინის კონტროლი; ** ყოველკვირეული რეპორტინგი და გუნდური შეხვედრების ორგანიზება; ** სკოლის მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ საორგანიზაციო საკითხებში. მოთხოვნები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და ამოცანების დროულად შესრულების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები; ** პრობლემების გადაჭრისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Google Workspace) ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** მუსიკალური განათლებისა და ელექტრონული მუსიკის სფეროს მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: 303hertz@gmail.com და Subject-ში მიუთითეთ სკოლის მენეჯრის ასისტენტი.

განაცხადის გაგზავნა →