← ყველა ვაკანსია

რეცეფციონისტი/ადმინისტრატორი

მზიური გარდენსი · ბათუმი

"მზიური გარდენსი" - თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის/ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა და შეუძლია მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება; ** სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა; ** ჯავშნების ორგანიზება და მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე (Booking, Airbnb და სხვა); ** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დროული დაკმაყოფილება; ** სტუმრების პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაჭრა; ** ადმინისტრაციული პროცესებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა; ** ღამის აუდიტის (Night Audit) ჩატარება და დღის ფინანსური თუ საოპერაციო მონაცემების შემოწმება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სავალდებულოა; ** ღამის აუდიტის ჩატარების ცოდნა და შესაბამისი პროცესების მართვის უნარი; ** გამართული კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** კომპიუტერული პროგრამებისა და ონლაინ დაჯავშნის პლატფორმების გამოყენების უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: ** მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** სტაბილურ დასაქმებას; ** პროფესიული და პირადი განვითარების შესაძლებლობას. ანაზღაურება: 1, 200 დან 1, 400 ლარამდე ლოკაცია: ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N14 სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@nqhospitality.com. წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →