← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი|ფინანსური დეპარტამენტი

სამშენებლო კომპანია ანაგი

სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ვაკანსიის რაოდენობა: 1 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (განისაზღვრება გასაუბრებაზე) ძირითადი მოვალეობები: ** პირველადი დოკუმენტების მიღება, გადამოწმება და სისტემაში ასახვა ** ბუღალტრული ჩანაწერების წარმოება და სისწორის კონტროლი ** კონტრაგენტებთან ანგარიშსწორების კონტროლი და აღრიცხვა (მომწოდებლები, ქვეკონტრაქტორები, კლიენტები) ** პერიოდული შესაბამისი ფინანსური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის ** ბუღალტრული სისტემის (1C ERP) მონაცემების სიზუსტის კონტროლი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება და გამოცდილება: ** ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მსგავს სფეროში ** ბუღალტერიის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი ** სამშენებლო ან სამრეწველო კომპანიაში გამოცდილება - უპირატესობა ტექნიკური ცოდნა: ** 1C ERP - საბუღალტრო მოდულის პრაქტიკული ცოდნა (სავალდებულო) ** MS Excel - ფორმულები, pivot ცხრილები, მონაცემთა ანალიზი (საშუალო/მაღალი დონე) პიროვნული უნარები: ** სიზუსტე, დეტალებზე ორიენტაცია და ვადების დაცვა ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი ** კომუნიკაბელობა და გუნდური მუშაობის უნარი ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას (ტრენინგები, ERP სისტემის სრული ათვისება) ** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში ** ჯანსაღ კორპორატიულ კულტურასა და მხარდამჭერ გუნდს დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.

განაცხადის გაგზავნა →