სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
m²
m² უკვე 19 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² -ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში.
ძირითადი მოვალეობები:
** ღონისძიებაზე მოსული სტუმრებისა და პოტენციური კლიენტების დახვედრა და მიღება;
** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება;
** პოტენციური კლიენტების საჭიროებების პირველადი განსაზღვრა და დაინტერესების სფეროს გამოვლენა;
** კომპანიის პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ საბაზისო ინფორმაციის მიწოდება;
** დაინტერესებული სტუმრების შესაბამისი გაყიდვების კონსულტანტებისთვის გადამისამართება;
** სტუმრებისთვის კომფორტული და ორგანიზებული გარემოს უზრუნველყოფა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია მომსახურების ან გაყიდვების სფეროში გამოცდილება.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 20 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.